წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ პირობებს, რომელთაც Starfish.ge უდგენს მომხმარებელს და რომელთა მეშვეობითაც რეგულირდებ აურთიერთობა მომხმარებელს დაStarfish.ge-ს შორის.
Starfish.ge წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის მონაცემებია შპს „სტარფიში“. იურიდიული მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, მიცკევიჩის და გამრეკელის კვეთა#19, ტელ: +995 322 05 05 05; ვებგვერდი: www.Starfish.ge, ელ. ფოსტა: info@Starfish.ge
შეკვეთის განთავსებით და Starfish.ge ვებ გვერდიდან პროდუქციის შესყიდვით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ პირობები.
ვებ გვერდის გამოყენების მიზნით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია პირადი მონაცემების შეტანის გზით, რის შემდეგაც მოგენიჭებათ იდენტიფიცირებული მომხარებლის ანგარიში და პაროლი. შემდგომში, თქვენს მიერ ანგარიშის თითოეულ ჯერზე გამოყენებისას უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ვებგვერდის მეშვეობით.
Starfish.ge ის ვებგვერდის მეშვეობით შეთავაზებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ვებ გვერდზე განთავსებული საკვები პროდუქციის (შემდგომში„პროდუქცია“) შეკვეთის საშუალებით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიტანა ან წინამდებარე მოხმარების წესების და პირობების თანახმად სხვა მომსახურეობის მიღება ხორციელდება ვებ-გვერდზე განთავსებული და წინასწარ განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ.
Starfish.ge -ის უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება ვებ გვერდის მეშვეობით შეთავაზებული მომსახურების პირობებში და წინამდებარე მოხმარების წესებსა და პირობებში, შესაბამისი ინფორმაციული შეტყობინების საჯაროდ და თქვენთვის ხელმისაწვდომი ფორმით ვებ გვერდზე გამოქვეყნების შესაბამისი ცვლილების საშუალებით.
მომსახურების პირობები:
შეკვეთა სრულდება ვებგვერდის მეშვეობით. შეკვეთის განხორციელების მიზნით მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ გვერდზე და მოახდინოს ანგარიშის ავტორიზაცია.
პროდუქციის შერჩევა ხდება ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის კალათაში დამატების საშუალებით. აგრეთვე, მომხმარებელმა შესაბამისი წესით უნდა მიუთითოს ისარგებლებს მიტანის მომსახურეობით, თუ სურს Starfish.ge - ს კვების ობიექტიდან, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გაგარინის 24-ში საკვები პროდუქციის თავად წამოღება. ადგილზე პროდუქციის მიტანის მომსახურება ხორციელდება ქ. თბილისის ფარგლებში. ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ქ. თბილისის მასშტაბით ის მისამართი, რომელზეც სურს პროდუქციის მიღება.
მომხმარებელმა შესაბამისი წესით უნდა აირჩიოს გადახდის ფორმა (უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების ფორმა).
უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საკრედიტო/სადებეტო ბარათის მეშვეობით შესაბამის გადახდის გვერდზე, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულის გადახდის მეშვეობით პროდუქციის ადგილზე მიტანის ან კვების ობიექტში პროდუქციის მიღების შემთხვევაში Starfish.ge -ის წარმომადგენლისთვის ნაღდი ფულის / შეკვეთის საზღაურის გადაცემით.
შეკვეთის სრულყოფილად შესრულების მიზნით, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი მოქმედი ტელეფონის ნომერი და შეავსოს კომენტარის გრაფა, რომელშიც უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) პროდუქციის მიტანისთვის მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია და დეტალები, როგორიცაა სადარბაზოს კოდი დაა.შ.; ბ) პროდუქციასთან დაკავშირებული კომენტარი; ინფომარცია თუ რამდენი პერსონისთვისაა განკუთვნილი შეკვეთადან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შეკვეთის ჯეროვანი შესრულებისთვის.
შეკვეთის დასრულებისთვის მომხმარებელმა უნდა მონიშნოს, რომ ეთანხმება Starfish.ge -ს მოხმარების წესებს და პირობებს, რის შემდეგაც ვებ გვერდზე გამოჩნდება შეტყობინება შეკვეთის დასრულების თაობაზე. Starfish.ge არაა პასუხისმგებელის სხვა ფორმით ან სხვა ნებისმიერი პირის ვებ გვერდის/მომსახურების მეშვეობით პროდუქციის შეკვეთისას.
Starfish.ge - ს შეკვეთისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ Starfish.ge -ის მიერ შეკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევაში, რაც არ ვრცელდება ა) მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული მისამართისგან/და სხვა არსებითი მონაცემის გამო შეკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევებზე ბ) მომხმარებლის მიერ მიწოდებულ/მიტანილ შეკვეთაზე უარის თქმის შემთხვევაზე, გ) შეკვეთის მცირედ დაგვიანებაზე, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა არ დაბრუნდება. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც მოიცავს 5 (ხუთი) წუთს შეკვეთის მიცემიდან. Starfish.ge - ს წარმომადგენლის მიერ შეკვეთილი პროდუქციისგან განსხვავებული პროდუქციის მიტანის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს მიღება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.
Starfish.ge ვალდებულია:
მიიღოს და შეასრულოს მომხმარებლის შეკვეთა, მარაგში შეკვეთილი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში. შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 40 – 60 (ორმოცი - სამოცი) წუთის ან 60 – 90 (სამოცი - ოთხმოცდაათი) წუთის განმავლობაში მისამართიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.
მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქცია.
მომხმარებელი ვალდებულია:
Starfish.ge -ს მიაწოდოს ზუსტი ინფომრაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონისნომერი, ელ-ფოსტისმისამართი). გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება. კეთილსინდისიერად და დროულად მიიღოს შეკვეთილი პროდუქცია.
გადახდის წესი:
Starfish.ge -ს შემოთავაზებული პროდუქციის ფასები მოცემულია ვებ გვერდზე და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. პროდუქციის ფასები არ მოიცავს მიტანის მომსახურების საფასურს. პროდუქციის ღირებულებას მიტანის ღირებულება არ ემატება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ჯამური ღირებულება აღემატება 25 ₾-ს ცენტრალურ უბნებში მიტანისას და 50 ₾-ს არა ცენტრალურ უბნებში მიტანისას, თბილისის მასშტაბით.
Starfish.ge -ს უფლება აქვს შეცვალოს პროდუქციის ფასები აღნიშნულის თაობაზე ვებ გვერდზე შესაბამისი პროდუქციის ფასების ცვლილების მეშვეობით.
შეკვეთილი პროდუქციის ფასი და მიტანის მომსახურების საფასური აისახება მომხმარებლის კალათაში, შეკვეთის დასრულების და თანხის გადახდის მიზნით.
პროდუქცია
Starfish.ge -ს პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის სტანდარტებს და მოთხოვნებს, იგი დამზადებულია ჰიგიენური ნორმების დაცვით.
Starfish.ge -ს პროდუქციის შემადგენლობის ინგრედიენტების შესახებ ძირითადი ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე თითოეული პროდუქციის აღწერილობაში, ამასთან, შესაძლებელია, დაწვრილებით ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია არ იყოს მოცემული. პროდუქცია შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, ისეთებს როგორიცაა: სეზამი, ნიგოზი, ზღვისპროდუქტი და სხვა. ამდენად, მომხმარებელი გულდასმით და გულისხმიერად უნდა გაეცნოს პროდუქციის აღწერილობას და მოცემულ ინგრედიენტებს, რათა გამორიცხოს ამ პროდუქციის მასზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მომხმარებლის ალერგიული ან/და სხვა სახის დამოკიდებულებით. პროდუქციის უცნობი ან/და მომხმარებლისთვის საეჭვო ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით ან საკვების მიმართ მომხმარებლის განსაკუთრებული ან ჩვეულებრივისგან განსხვავებული მოთხოვნილებების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოთ Starfish.ge -ს - პროდუქციის შესახებ ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
მომხმარებლის მიერ Starfish.ge -ს მომსახურებით სარგებლობისას, ვებ გვერდზე რეგისტრირებული მონაცემების დამუშავება ხდება Starfish.ge -ს მიერ ვებ გვერდით შემოთავაზებული მომსახურები სმომხმარებლის შეკვეთის საფუძველზე განსახორციელებლად.
მომხმარებლის მიერ Starfish.ge -ს ვებ გვერდზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია ხორციელდება ნებაყოფლობითობის საწყისებზე Starfish.ge -ს ვებ გვერდის მომსახურების მიღების მიზნით.
მომხმარებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია Starfish.ge -ს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, მოითხოვოს მისი წაშლა და კანონმდებლობით დადგენილი სხვამოქმედებების განხორციელება Starfish.ge -ს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე წერილის გაგზავნის მეშვეობით: info@Starfish.ge
დასკვნითი დებულებანი:
დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Starfish.ge -ს მიზანია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს შემოთავაზებული მომსახურება.
Starfish.ge ზრუნავს ვებ გვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ამდენად Starfish.ge დაინტერესებულია მომხმარებლების მოსაზრებებით მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.
Starfish.ge -ს ვებ გვერდის, მომსახურებისა ან/და წინამდებარე მოხმარების წესებსა და პირობების “შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, კითხვები გამოგზავნოთ Starfish.ge -ს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@Starfish.ge ან დარეკოთ ნომერზე: +995 322 05 05 05